მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს მზღვეველის, კერძოდ სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტ ჯორჯია“-ს (შემდგომში ბენეფიტსი) ვებ-გვერდით/ელექტრონული მომსახურებით, ვებ-გვერდის გამოყენების პირობებზე თანხმობის ღილაკის მონიშვნით, ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ბენეფიტსის დაზღვევის და ელექტრონული ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.
-
1. ზოგადი პირობები:
პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება
- მომხმარებელი თანახმაა დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ბენეფიტსმა გადაამოწმოს მომხმარებლის პირადი პერსონალური ინფორმაცია ყველა აუცილებელ და რელევანტურ ბაზაში (მათ შორის და არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის ერთიან ბაზებში).
- მომხმარებელი თანახმაა ავტომობილის დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ბენეფიტსმა გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ავტომობილის თაობაზე ინფორმაცია ყველა აუცილებელ და რელევანტურ ბაზაში (მათ შორის და არა მხოლოდ შსს მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში).
- მომხმარებელი თანახმაა ბენეფიტსმა დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები.
- ბენეფიტსი უფლებამოსილია, დაზღვევის მიზნებისათვის მიღებული პერსონალური მონაცემები დაამუშოს:
ა) სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით;
ბ) დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველის ინტერესების დაცვის მიზნით. და
გ) ზარალის დარეგულირების მიზნებისათვის, მათ შორის ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებიდან, გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
- ბენეფიტსი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშას, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის - ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად. მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი - მზღვეველისათვის წერილობითი ან სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მიმართვის გზით.
-
შეტყობინების მიღება
- მომხმარებელი თანახმაა მომსახურების მაღალი სტანდარტისა და დაზღვევის ინტერესების მიზნებისათვის მიიღოს სატელეფონო სმს შეტყობინებები ან/და ელექტრონული წერილები მის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართებზე. მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად.
- მზღვეველის მხრიდან დამზღვევისათვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ამ უკანასკნელის მიერ განაცხადში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სადაზღვევო პოლისში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ან მისამართის შეცვლის თაობაზე, ამ პირობებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მზღვეველისათვის გაცხადებულ ბოლო მისამართზე. ასეთ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება/კორესპონდენცია ჩაითვლება დამზღვევის მიერ მიღებულად, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს ან/და არ იმყოფებოდეს ან მისამართი არაზუსტად იყოს მიწოდებული მზღვეველისათვის.
- ბენეფიტს აქვს უფლება თავად შეამოწმოს და განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და დაზღვევის ხელშეკრულებასთან შესაბამისი. შეუსაბამობის შემთხვევაში ბენეფიტსი უფლებამოსილია იმოქმედოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ან/და გააუქმოს ელექტრონული რეგისტრაცია/განაცხადი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
-
პირობების ცვლილება
- ბენეფიტსი უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ელექტრონული ვებ-გვერდის პირობებში. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
-
კონფიდენციალობა
- მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი ან წერილობითი) მიწოდებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და არ შეიძლება მისი მესამე პირისათვის გადაცემა მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
-
დამატებითი პირობა
- ბენეფიტსის ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი წარმოადგენს ბენეფიტსის საკუთრებას, მათ შორის და არა მხოლოდ: დიზაინის ელემენტები და მახასიათებლები, ლოგო, ტექსტი, გრაფიკული გამოსახურლებები, პროგრამები, ილუსტრაციები და სხვა ნებისმიერი ტიპის ობიექტი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, ბენეფიტსის წერილობითი ნებართვის გარეშე.